Friday, March 19, 2010

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: წელიწადის დროები.

2. პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვებისათვის წელიწადის დროების გაცნობა. როგორ იცვლება ჩვენი სოფლის ბუნება და ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზნებს და ამოცანებს. ვესაუბრები, რომ ბუნება წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. ეს ცვლილება გამოიხატება: ბუნება იცვლის ფერს, იცვლება ჰაერის ტემპერატურა, დღე-ღამის ხანგრძლივობა, ადამიანთა შრომა-საქმიანობა, ასევე ცხოველთა და ფრინველთა გარემოსთან კავშირი. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად.

პირველ ჯგუფს დავავალე ნასწავლი მასალიდან ლექსებისა და მოთხრობების მოძებნა.

მეორე ჯგუფს დავავალე წელიწადის დროების ამსახველი სურათების მოძიება.

მესამე ჯგუფს დავავალე თვითონვე დახატონ ან გამოჭრან წელიწადის დროების ამსახველი ნახატები.

4. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.

5. ვადები: 2 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობა: ჯგუფური მუშაობა, პატარა ექსკურსია სოფლის ბუნებაში, თამაში "წელიწადის ოთხი დრო",(მონაწილეობს 4 ბავშვი), კედლის გაზეთის შექმნა,(წელიწადის დროები).

7. მოსალოდნელი შედეგები: თანამშრომლობა, მასალების შეგროვება და დამუშავება, კითხვის და ზეპირი მეტყველების განვითარება, კედლის გაზეთის შექმნა, დისკუსია.

8. სარგებელი სხვებისათვის: ბავშვები უკეთ გაეცნობიან ბუნების ცვლილებებს წელიწადის დროების მიხედვით.

9. სამუშაო ენა: ქართული ენა.

10. საგანთან კავშირი: ქართული ენა, ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება.

11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ნადირიძე.

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninonadiridze@gmail.com

No comments:

Post a Comment